მეტყველების სპეციალისტებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ ბავშვს ენამოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ. თუმცა ძნელად შეხვდებით მოზრდილს, რომელიც ჩვილს ზრდასრულთა „ენაზე“ ელაპარაკება. ნეიროფიზილოგები თვლიან, რომ ალერსიანი ინტონაციით ენამოჩლექილი საუბარი კატეგორიულად ასაკრძალი ნამდვილად არ არის, უბრალოდ,მას თავისი დრო აქვს და გარკვეული ასაკის მერე უნდა შეწყდეს.

ჩვილების ენა ყველა კულტურაში არსებობს – მოზრდილები ავტომატურად გადადიან ენამოჩლექილ და ალერსიან ხმაზე პატარა ბავშვებთან საუბრისას.

ჩვილთა ენის უპირატესობები

ამ ბავშვური ენის უპირატესობა ბევრია – მეტყველების ტონი უფრო რბილია, ტემპი ნელი, ხმოვნები წაგრძელებული, სიტყვების წარმოთქმა ნაირნაირად შეგვიძლია. ამ დროს მაინც ნათლად წარმოვთქვამთ სიტყვებს და ჟესტიკულაციასაც თან ვაყოლებთ – ეს ყველაფერი კი პატარა ბავშვებს ეხმარება ზრდასრულთა მეტყველების აღქმაში, მნიშვნელობის გაგებაში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჩვილები კარგად რეაგირებენ თავიანთ ენაზე – ერთ კვლევაში ბავშვებს საშუალება მიეცათ მოესმინათ აუდიო კლიპი ზრდასრულთა მეტყველებით და ე.წ. ჩვილთა ენაზე. ეს უკანასკნელი უფრო მოეწონათ, რადგან მაშინვე აღიქვეს, რომ მათ მიმართავდნენ.

ფაქტია, რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ ირგვლივ მოსმენილ გამონათქვამებზე კონცენტრირება, მით უმეტეს, რომ სიტყვების უმეტესობა არ ესმით. და მათი აღქმა იწყება მაშინ, როცა ხვდებიან, რომ სწორედ მათ მიმართავენ.

დამტკიცებულია, რომ წლამდე ბავშვებში ტვინის რეაქცია, სინქრონიზაცია მეტყველებასთან, ბევრად უფრო გამოხატულია ზუსტი, მიზანმიმართული ლაპარაკის საპასუხოდ, ვიდრე ჩვეულებრივი მეტყველებისას. ეს ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ბავშვს ნამდვილად ურჩევნია „მოფერებითი“ მეტყველება. მიზეზი ისაა, რომ მისი ტვინი უკეთ ამუშავებს ასეთ ინფორმაციას.

მნიშვნელოვანია, რომ ლისპინგი არ იყოს მონოლოგი – იმისათვის, რომ ისწავლოს კომუნიკაცია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცოცხალი კონტაქტი, მისი ჩართვა დიალოგში, სახელით მიმართვა. შემდეგ ტვინი იწყებს სწავლას.

ლისპინგი გადმოსცემს ემოციებს – და ემოციების გაცვლა ბავშვთან კომუნიკაციის პირველი ეტაპია. ამით გრძნობს ის ზრდასრული ადამიანის განწყობას, ბავშვი ერთვება კომუნიკაციაში, სწავლობს მოსმენას, გრძნობს ინტერესს.

როდის უნდა შეწყვიტოთ „ჩვილურ ენაზე“ საუბარი?

თუ ბავშვი უკვე ლაპარაკობს და მასზე მიმართული სიტყვების უმეტესი ნაწილი ესმის, განსაკუთრებული ინტონაციით მათი განმტკიცება აღარ ღირს. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს დაახლოებით 1,5 წელია.

თუ მშობლები კვლავ აგრძელებენ ასეთი ტონით მათთან საუბარს, ამან შეიძლება სწორ სიტყვათწარმოთქმას შეუშალოს ხელი, ან ბავშვს მუდმივად ეგონოს, რომ პატარაა. ზოგიერთ ბავშვს აღიზიანებს კიდეც, როდესაც მას, როგორც პატარას, ისე მიმართავენ.

აქციები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *