თავის მოვლის პრემიუმ ბრენდმა „ლიერკი“ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა. ეს გახლავთ თვალის გარშემო კანის მოვლის საშუალებები. ახალი ხაზი მიმართულია სახის ყველაზე მდგრძნობიარე არეალის – თვალის გარშემო კანის გაჯანსაღებისა და ახალგზარდული იერის შენარჩუნებისკენ. შავი წრეები, შეშუპება, ასაობრივი კვალი – ეს ის პრობლემებია, რომლებიც უამრავი ქალის პრობლემაა. მათი არსებობის მიზეზი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, თუმცა დიდი როლი აქვს თვალის ანატომიურ მახასიათებლებსაც. ამ ზონაში სისხლძარღვები კანის ზედაპირთან ახლოსაა, რაც სიმუქის ეფექტს ქმნის. გარდა ამისა, თვალის მიმდებარედ ბევრად ნაკლებია კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები და თითქმის არ არის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები. ასევე, მიმიკური დატვირთვა თვალის გარშემო საკმაოდ ინტენსიურია, რაც ტონუსის შემცირებას იწვევს.

თვალის გარშემო სიშავის გაჩენის ერთ-ერთი გარდაუვალი მიზეზი კანის ელასტიკურობის დაქვეითებაა, რაც ასაკთან ერთად მეტ-ნაკლებად ყველას ემუქრება.

ამ გარემოებებს ემატება შემდეგი ფაქტორები:

  • არასაკმარისი ძილი;
  • კვების არასწორი რაციონი, მათ შორის, ცხარე საკვები;
  • სტრესი;გადაღლა;
  • მზის ჭარბი სხივები;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;
  • უხარისხო კოსმეტიკა;
  • ეკრანის ხანგრძლივი დასხივება;
  • დიდი რაოდენობით ყავის მიღება;
  • დეჰიდრატაცია;
  • თვალების მექანიკური დაზიანება/თვალების სრესა.

როგორც ვხედავთ, მუქი წრეების მიზეზები განსხვავებულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის განპირობებული სისხლძარღვებში თავისუფალი დინების ჟანგბადის ნაკლებობით, რაც იწვევს ჰიპერპიგმენტაციას.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თვალის გარშემო სიშავის მოშორებაში დაგეხმარებათ:

დაიძინეთ ბალიშზე და არა ვერტიკალურ მდგომარეობაში. ვერტიკალურ მდგომარეობაში ძილი ხელს უწყობს თვალების შეშუპებას. ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში თავით ძილი კი ხელს უშლის სითხის დაგროვებას და შესაბამისად, შეშუპებას.

სიშავესა და შეშუპებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ცივი კიტრისა და ჩაის პაკეტების დადება. ასევე ცივი კომპრესი, რისთვისაც ყინულის კუბები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყინულის მასაჟი აჯანსაღებს კანს, ანიჭებს ჯანსაღ იერს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყინულის კუბების ხშირი გამოყენება არ შეიძლება.

ეცადეთ, მინიმუმ 7 საათი გეძინოთ. გამოუძინებელი ადამიანის კანი უფრო ფერმკრთალია, რაც თვალების ქვეშ არსებულ სიშავეს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის.

მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე. წყალი ორგანიზმიდან გამოდევნის მარილს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს კანის დატენიანებას.

თვალის გარშემო სიშავეებთან ბრძოლაში ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას, რადგან არასწორი კვება დიდ გავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე. ეცადეთ, რაციონიდან ამოიღოთ შემწვარი საკვები, მოერიდეთ მწარესა და ცხარეს, ასევე ზედმეტ მარილს. არ მიირთვათ ძილის წინ.

აქციები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *