მსახიობი ნინო მუმლაძე პირველ შვილს ელოდება. მსახიობი ბიჭის მოლოდინშია. ნინო ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული მხატვარი, პროფესიონალი ფერმწერი – გუგა გოგინაშვილი გახლავთ.
“გუგას პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. გამოცდილი მამა გახლავთ – გოგოსთან ურთიერთობა იცის. რატომღაც, ორივეს გვეგონა, რომ ჩვენი შვილიც გოგო იქნებოდა. მშვიდად იყო. ახლა ბიჭმა ააფორიაქა – ბიჭის მამობა სულ სხვა პასუხისმგებლობაა, მისთვის სულ სხვა მაგალითი უნდა ვიყოო… ცოტათი აღელვებულია.” – ამბობდა ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.








