არავის მისცეთ უფლება, ბავშვის თვალწინ დაგამციროთ 1. არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ ბავშვი დაუმსახურებლად.

2. არასოდეს მისცეთ ფუჭი დაპირებები, არ გაუცრუოთ იმედები და არ მოატყუოთ.

3. შეასრულეთ, რასაც შეჰპირდებით.

4. დედა და მამა ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ, ოჯახში მშვიდი გარემო უნდა იყოს.

5. არავის მისცეთ უფლება, ბავშვის თვალწინ დაგამციროთ ან შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაციებიდან ღირსეულად გამოხვიდეთ.

6. დაეხმარეთ ბავშვს, თუ გთხოვთ ამას, და ნუ ჩაერევით, თუ თვითონაც შეუძლია, გააკეთოს. დაე გრძნობდეს ბავშვი, რომ მზად ხართ, მას დაეხმაროთ.

7. მის ყველა შეკითხვას უპასუხეთ, მოუსმინეთ, ასწავლეთ და აუხსენით გასაგებად.

აქციები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *