ყველა ბავშვი სხვადასხვა ტემპით ვითარდება , მაგრამ განვითარების ძირითადი ეტაპები ყველასთვის საერთოა. რა უნდა იცოდეს და შეეძლოს 5 ბავშვს 5 წლის ასაკში?
უხეში მოტორული უნარები
საუბარია ხტომის უნარზე. უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე ხტომა, სირბილი, ცოცვა, ბარიერზე გადახტომა. ხუთი წლის ბავშვებს ჩვეულებრივ უკვე აქვთ კარგად განვითარებული სხეულის ბალანსი და კოორდინაცია.
ნატიფი მოტორული უნარები
ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, ღილების და ფეხსაცმლის შეკვრა ხუთი წლის ბავშვისთვის პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს. რაც უფრო კარგად აკონტროლებს ხელებს, მით უფრო ადვილად ისწავლის წერას.
Სოციალური უნარები
ხუთი წლის ასაკში ბავშვები უფრო ადვილად უნდა ეგუებოდნენ ახალ გარემოს, პოულობდნენ თანატოლებთან, და ზოგჯერ უფროსებთანაც, კომუნიკაციის გზებს და ურთიერთობების დამყარებას სწავლობენ.
მეტყველება
ხუთი წლის ასაკში უკვე გამართულად უნდა მეტყველებდეს. ლექსიკურ მარაგს აქტიურად იყენებდეს და მისი მეტყველების უნარი უკვე საშუალებას აძლევდეს უფროსებს, სრულყოფილად გაიგონ, რას ამბობს.
Პირადი ჰიგიენა
ხუთი წლის ბავშვები თავად (შესაძლოა მშობლების მცირე დახმარებით) უნდა იხეხავდნენ კბილებს, იბანდნენ თავს და იყენებდნენ ტუალეტის ქაღალდს.
კბილები
დაახლოებით ხუთი წლის ასაკიდან სარძევე კბილების მოლარებით ჩანაცვლების პროცესი იწყება. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს სტომატოლოგის დახმარება და კონტროლი დასჭირდება.
კვება
ხუთი წლის ასაკში ბავშვი არა მხოლოდ თავის ხელით უნდა ჭამდეს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მაგიდაზე დანა-ჩანგლის გამოყენებაც უნდა შეეძლოს.
წესების დაცვის უნარი
ამ ასაკში დროა შემოვიტანოთ ქცევის ყოველდღიურ წესები, რისთვისაც ბავშვი, შეიძლება, დავაჯილდოვოთ ხოლმე. არ დაგავიწყდეთ, რომ წესების კარგად დაცვისთვის ბავშვი ხშირად შეაქოთ






