ბოლო წლებში ე.წ. ანტისტრესი და კინეტიკური სათამაშოების გაყიდვები მთელ მსოფლიოში გაორმაგდა. უხშირესად ამ სათამაშოების მომხმარებლები ბავშვები არიან. როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ეს სათამაშოები, მართლაც ხსნის თუ არა სტრესს და შეუძლია თუ არა რაიმე სარგებლის მოტანა?
ექსპერტების შეფასებით, ამ სათამაშოებს გარკვეული ეფექტი მოაქვთ, თუმცა ღრმა და ძლიერი სტრესის დროს მის იმედად ყოფნა არასწორია.
თუმცა სტრესის საწინააღმდეგო სათამაშოები, იგივე ფიჯეტის სათამაშოები, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით სასარგებლო იყოს ბავშვებისთვის:
- ამსუბუქებს შფოთვასა და გაღიზიანებას: ფიჯინგი შეიძლება დამამშვიდებელი მექანიზმი გახდეს ბავშვებისთვის, ხოლო ფიჯეტის სათამაშოები ამ ენერგიის ჯანსაღ გამოსავალს იძლევა. ბურთის შეკუმშვა ან სპინერით მანიპულირება კონცენტრაციასა და მოდუნებაში ეხმარება.
- აუმჯობესებს ფოკუსს: კვლევებმა აჩვენა, რომ ფიჯეტის სათამაშოებს შეუძლიათ, ყურადღების მოკრებაში დაეხმარონ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყურადღების დეფიციტის სინდრომი აღენიშნება. განმეორებადი მოძრაობები საშუალებას არ აძლევთ მათ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ.
- ემოციების მართვა: ფიჯეტის სათამაშოები ბავშვებს ემოციების მართვაშიც ეხმარება. მათ შეუძლიათ ბავშვებს იმედგაცრუება, შფოთვა და მოწყენილობა უფრო ადვილად გადაატანინონ.
- სენსორული განვითარება: ფიჯეტის სათამაშოები განსხვავებულ ტექსტურას და ტაქტილურ გამოცდილებას გვთავაზობენ. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვებისთვის, რომლებსაც სენსორული ინფორმაცია სიმშვიდესა და კონცენტრაციაში ეხმარება.






