ამ ამბავმა თავის დროზე უცხოური მედია მოიცვა. ჰიზერ მაკმანამი კიბოს უკანასკნელ სტადიას ებრძოდა. ექიმებმა უკვე იმედი დაკარგეს და გარდაუვალ სიკვდილთან შეგუება ურჩიეს. დედას სურდა 4 წლის ქალიშვილთან სიკვდილის შემდეგაც დარჩენილიყო, ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა.
ქალმა ნამდვილი „ხსოვნის სარკმელი“ შექმნა თავისი ქალიშვილისთვის. ეს მრავალრიცხოვანი ბარათებია, რომელიც პატარა გოგოს მომავალში, ცხოვრების ყველა ეტაპზე დედის სიტყვა გააგონებს.
ჰიზერმა 40-ზე მეტი წერილი და ვიდეორგოლი გაამზადა. ამ ჩანაწერებში დედა შვილს მისთვის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს მიმართავს, რომლებიც მომავალში ექნება – დაბადების დღეებზე, ნიშნობისას, ქორწილის დღეს, ბავშვის გაჩენის შემდეგ და ა. შ.
მაკმენემიმ დაწერა მემუარებიც სახელწოდებით „ბარათები ბრიანასთვის: გაკვეთილები და სიყვარული მომაკვდავი დედისგან მის ქალიშვილს“. წიგნი 2016 წლის აპრილში გამოვიდა.
ჰიზერმა, ბედის უმძიმესი განაჩენის მიუხედავად, შეძლო, გაეხანგრძლივებინა შვილის გვერდით ყოფნის დრო.







